წრეობრივი მუშაობა.
რეფლექსია
სსიპ. ქისტაურის საჯარო სკოლაში შეიქმნა რუსული
ენის და ლიტერატურის წრე, რომლის დასახელებაც არის „რუსი მწერლები, პოეტები და საქართველო“.
აღნიშნულ წრეში გაერთიანდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები( VII,
VIII, IX კლასი), რომელთაც ინტერესი
და სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ რუსი მწერლების საქართველოსადმი დამოკიდებულებას,
გაცნობოდნენ მათი შემოქმედების პოეზიას საქართველოსთან მიმართებაში. წრეში გაერთიანდა
15 მოსწავლე. ვფიქრობ წრეობრივი მუშაობა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც სასკოლო სახელმძღვანელოებში
ნაკლებად არის შეტანილი მასალა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან
რუს მწერლებს და პოეტებს.
რუსული ენის საწრეო მუშაობა მიზნად ისახავდა,
მოსწავლეები გაცნობოდნენ დიდი რუსი მწერლების, პოეტების: ალ. გრიბოედოვის, ა. პუშკინის,
მ. ლერმონტოვის ცხოვრებას, შემოქმედებას, მათ მოგზაურობას საქართველოში. აგრეთვე წრეობრივი
მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა,
მეტყველების უნარის, ისტის ეფექტიანად გამოყენების, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის
პრინციპების განვითარება.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა იყო 2017-18 სასწავლო
წლის მეორე სემესტრი. მეცადინეობები ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა. საწრეო მუშაობა წარიმართა
წლის დასაწყისში შემუშავებული გეგმის მიხედვით, გეგმაში შეტანილი იქნა სხვადასხვა აქტივობები,
რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება ზემოთ აღნიშნული უნარების განვითარებაში. მოსწავლეები
ინტერესით ჩაერთვნენ საწრეო მუშაობაში. მქონდა, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური
დავალებები., რასაც ისინი სძლევდნენ და კარგად ართმევდნენ თავს.
მოსწავლეები იძიებდნენ
მასალებს მითითებული დავალებების შესასრულებლად. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ის,
რომ ზემოთ აღნიშნული რუსი პოეტები თავიანთ ჩანაწერებში დიდი სითბოთი აღწერდნენ კახეთს,
მის სილამაზეს, ხალხის სტუმართმოყვარეობას.
წრეობრივი მუშაობის
ფარგლებში მოვაწყვეთ: მხატვრული კითხვა, რომელზეც წავიკითხეთ ალ. პუშკინის ლექსები:
„მონასტერი ყაზბეგზე“ და სხვა. რუსული კითხვის მეთოდის გამოყენებით წავიკითხეთ ნაწყვეტები
მ. ლერმონტოვის პოემიდან „ მწირი“, ასევე ჩავატარეთ კონფერენცია. კონფერენციაზე განვიხილეთ
თემები:
ალ. გრიბოედოვი საქართველოში,
ალ. გრიბოედოვი
წინანდალში,
ა. პუშკინი
- მოგზაურობა საქართველოში
საქართველო
მ. ლერმონტოვის შემოქმედებაში.
No comments:
Post a Comment