Monday, May 28, 2018

წრის მუშაობის გეგმა


რუსული ენის და ლიტერატურის წრის დასახელება:

რუსი მწერლები, პოეტები და საქართველო.’’


საწრეო მუშაობის მიზნები:
რუსული ენის საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეები გაეცნონ დიდი რუსი მწერლების და პოეტების (ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე პუშკინის,მიხეილ ლერმონტოვის) ცხოვრებას და შემოქმედებას აგრეთვე მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და განვითარება, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის პრინციპების გამომუშავება, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, მეტყველების უნარის განვითარება, გრამატიკული უნარ-ჩვევების მეტყველებაში გამოყენება.

2017-2018 სასწ. წელი. II სემესტრი

საწრეო მუსაობის პროგრამა
შესასრულებელი
საკითხები
შესრულების დრო
შენიშვნა
1.საწრეო მუშაობის მიზნების და შინაარსის გაცნობა.ალექსანდრე გრიბოედოვის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სათანადო მასალის მოძიება.
23.01.2018

2.ა.გრიბოედოვი საქართველოში.(შთაბეჭდილებები თბილისზე, სტუმრად წინანდალში)
6.02.2018

3.მხატვრული კითხვა.ა.გრიბოედოვის პოეზიიდან.
20.02.2018

4. ექსკურსია წინანდალში.
06.03.2018

5.ა.პუშკინი-მისი ბიოგრაფიული მონაცემების და შემოქმედების გაცნობა.
20.03.2018

6.ა.პუშკინი სტუმრად ჭავჭავაძეებთან
03.04.2018

7.მხატრული კითხვა:ა.პუშკინის ლექსები მიძღვნილი საქართველოსადმი („კავკასია,“ „მონასტერი ყაზბეგზე“, „საქართველოს მთებზე.“
17.04.2018

8.მიხეილ ლერმონტოვი საქართველოში. („ბებია რომ არა, გულახდილად რომ ვთქვა დავჩებოდი აქ“.)
01.05.2018

9.პოემა „მწირი“ (პოემნის შინაარსის გაცნობა,როლური კითხვა)
15.05.2018

10.კონფერენციის მოწყობა (დიდი რუსი პოეტები და საქართველო)
29.05.2018


წრე იმუშავებს:VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებთან.
წრის ხელმძღვანელი: ლ.ალექსანაშვილი.


რუსული ენის და ლიტერატურის წრის მონაწილე მოსწავლეთა სია.

1.ბუზალაძე ლიკა
2.ბლიაძე ქეთევან
3.მანველიშვილი ალეკო
4.უსენაშვილი დუტა
5.ქეთელაური თაია
6.ბუზალაძე მარიამ
7.ივანიშვილი ლიზი
8.ზანქაიძე გიორგი
9.არაბული ანა
10.მანველიშვილი ქრისტინა
11.არაბული ნიკა
12.ძამუკაშვილი ნატო
13.მოსიაშვილი ელენე
14.თათულაშვილი თათია
15.აივაზაშვილი ლიზი
16.მოსიაშვილი გიორგი

წრის მუშაობის რეფლექსია.



                                       წრეობრივი მუშაობა.
                                                                      რეფლექსია
     სსიპ. ქისტაურის საჯარო სკოლაში შეიქმნა რუსული ენის და ლიტერატურის წრე, რომლის დასახელებაც არის „რუსი მწერლები, პოეტები და საქართველო“. აღნიშნულ წრეში გაერთიანდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები( VII, VIII, IX კლასი), რომელთაც ინტერესი და სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ რუსი მწერლების საქართველოსადმი დამოკიდებულებას, გაცნობოდნენ მათი შემოქმედების პოეზიას საქართველოსთან მიმართებაში. წრეში გაერთიანდა 15 მოსწავლე. ვფიქრობ წრეობრივი მუშაობა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც სასკოლო სახელმძღვანელოებში ნაკლებად არის შეტანილი მასალა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან რუს მწერლებს და პოეტებს.
     რუსული ენის საწრეო მუშაობა მიზნად ისახავდა, მოსწავლეები გაცნობოდნენ დიდი რუსი მწერლების, პოეტების: ალ. გრიბოედოვის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის ცხოვრებას, შემოქმედებას, მათ მოგზაურობას საქართველოში. აგრეთვე წრეობრივი მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, მეტყველების უნარის, ისტის ეფექტიანად გამოყენების, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის პრინციპების განვითარება.
     საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა იყო 2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. მეცადინეობები ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა. საწრეო მუშაობა წარიმართა წლის დასაწყისში შემუშავებული გეგმის მიხედვით, გეგმაში შეტანილი იქნა სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება ზემოთ აღნიშნული უნარების განვითარებაში. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვნენ საწრეო მუშაობაში. მქონდა, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური დავალებები., რასაც ისინი სძლევდნენ და კარგად ართმევდნენ თავს.
მოსწავლეები იძიებდნენ მასალებს მითითებული დავალებების შესასრულებლად. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ის, რომ ზემოთ აღნიშნული რუსი პოეტები თავიანთ ჩანაწერებში დიდი სითბოთი აღწერდნენ კახეთს, მის სილამაზეს, ხალხის სტუმართმოყვარეობას.
წრეობრივი მუშაობის ფარგლებში მოვაწყვეთ: მხატვრული კითხვა, რომელზეც წავიკითხეთ ალ. პუშკინის ლექსები: „მონასტერი ყაზბეგზე“ და სხვა. რუსული კითხვის მეთოდის გამოყენებით წავიკითხეთ ნაწყვეტები მ. ლერმონტოვის პოემიდან „ მწირი“, ასევე ჩავატარეთ კონფერენცია. კონფერენციაზე განვიხილეთ თემები: 
                                                     ალ. გრიბოედოვი საქართველოში,
                                         ალ. გრიბოედოვი წინანდალში,
                                         ა. პუშკინი - მოგზაურობა საქართველოში
                                         საქართველო მ. ლერმონტოვის შემოქმედებაში.



წრის მუშაობის ამსახველი ფოტოები





Sunday, September 21, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე.
დღეს ძალიან ვნერვიულობდი,რადგან პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა.მოსწავლის ნამუშევარის პრეზენტაციაში შექება დავიმსახურე.შენიშვნებს გავითვალისწინებ.
მაია სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა.

Saturday, September 20, 2014

პროექტის მერვე დღე.დღე სახალისო იყო.ვიმუშავეთ ფასილიტაციის კითხვარზე.ინტერნეტი ნერვებს გვიშლის.

Saturday, September 6, 2014

დღევანდელი  ტრენინგი  ძალიან  ნაყოფიერი  იყო.  გმადლობთ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ქალაქი  თუ  სოფელი?
თემატური კითხვები
რომელი  საუკუნიდან  არის  ცნობილი?
შინაარსობრივი კითხვები


სად მდებარეობს ჩემი სოფელი?
რომელი საუკუნიდან არის ცნობილი?